- სამუშაო დრო
- შრომის კანონთა კოდექსით განისაზღვრება სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ასევე ის გარემოებები, როდესაც სავალდებულოა სამუშაო დროის შემცირებული ხანგრძლივობის დაწესება. კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ,,სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 41 საათს კვირაში“ და ამ პირობის შეცვლა დაუშვებელია ორგანიზაციის ადმინისტრაციის, პროფკავშირის და/ან მუშაკთა შორის მიღწეული შეთანხმების გარეშე.Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., -2005
Georgian encyclopedia. 2013.